საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,
ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში გართულებების თავიდან ასაცილებლად, პნევმოკოკის აცრა ეფექტური იქნება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, აცრების ეფექტურობა დადასტურებულა არაერთი სამეცნიერო ნაშრომით.
„ძალიან ბევრი წამყვანი ქვეყანა მიმართავს თავის მოსახლეობაში ამ აცრებს. ჩვენს შემთხვევაში მიმდინარეობს დეტალური დამუშავება იმ აცრების კალენდრის, თუ როდის და როგორ მოხდება ქრონიკული დაავადების პირების აცრა პნევმოკოკის აცრით. როგორც კი პროექტი იქნება დასრულებული, მივიღებთ შესაბამის ზომებს და მივმართავთ ამ ღონისძიებებს“ , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.