ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 619 ადამიანი გარდაიცვალა, რაც უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საერთო ჯამში ესპანეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 17 ათასს უახლოვდება. პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში 16 972 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა რაოდენობა 166 019-ს შეადგენს, მათ შორის 4 176 ბოლო 24 საათში გამოვლინდა.
გამოჯანმრთელებულია 62 ათასი ადამიანი.
ესპანეთში ბოლო პერიოდში კორონავირუსის გავრცელების შენელების ტენდენცია შეინიშნება. ჯანდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ პიკმა უკე გადაიარა.