"ახლა ჩვენი კლინიკა დამშვიდებულ სიტუაციაში ვართ",-ასე აფასებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი საქართველოში არსებულ დღევანდელ ვითარებას პანდამიასთან დაკავშირებით.
მისივე განმარტებით, დღეს მედიკოსები ბევრად მობილიზებულები არიან და შესაბამისად უკეთ ფლობენ ინფორმაციას, როგორ უმკურნალონ პაციენტებს.
"იცით, რომ ეს ვირუსული ინფექცია ყველასთვის გამოწვევას წარმოადგენდა, მაგრამ უკვე გამოწვევა აღარ დგას. უკვე გვაქვს იმაზე პასუხი, როგორ მოვიქცეთ და როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს. რაც შეეხება წინა კვირას, მოგეხსენებათ ნაკადი გაიზარდა ჩვენს კლინიკაში. თითქოს ყველას შეგვეშინდა, მაგრამ გადავლახეთ ეს მომენტი. დღეს ყველა მშვიდად ვართ და გადასულები ვარ ყაზარმულ ქმედებაზე",-აღნიშნა ლევან რატიანი.