საქართველო კორონავირუსით გავრცელების მხრივ ევროპის 53 ქვეყნიდან 50-ე ადგილზეა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
„საქართველოს კოვიდ-19-ის გავრცელების მხრივ და გარდაცვალების მხრივ, ევროპის 53 ქვეყნიდან, უკავია 50 ადგილი. ჩვენზე უკეთესი მდგომაროება, ცოტა ნაკლები ავადმყოფი და გარდაცვლილი ჰყავთ მხოლოდ ისეთ ჯუჯა სახელმწიფოებს, როგორიცაა ლიხტენშტეინი, მონაკო და ვატიკანი. ჩვენზე მეტი ჰყავს დანარჩენ 5 ქვეყანას ევროპის. ასევე განსაზღვრეთ, რომ ასევე ისეთ ჯუჯა სახელმწიფოს როგორიცაა ლუქსმებურგი, 2000-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს და სულ 300 ათასი მოსახლეობა და ისლანდიას, რომლის მოსახლეობაც 300 ათასია, 1500-ზე მეტი ავადმყოფი ჰყავს. არაფერს ვამბობ ევროპის წამყვან ქვეყნებზე სადაც ასობით ათასია ავადმყოფების და გარდაცვლილთა რაოდენობა. მსოფლიოში საქართველოს ინფექციის გავრცელებით და სიკვდილიანობით უკავია 109 ადგილი. ჩვენს უკან არიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომელთა დასახელება, ჩვენ არც კი ვიცით. ეს არის მცირე კუნძულები და ისეთი სახელმწიფოები, სადაც დიაგნოსტიკა ხდება თუ არა საერთოდ ისიც არ ვიცით“ - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო მონაცემებით 195 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელდა 45, ხოლო გარდაიცვალა 3 პაციენტი.