სამედიცინო სფეროს 19 ათასზე მეტი წარმომადგენელი დაინფიცირდა COVID-19-ით ესპანეთში. იუწყება ესპანური გამოცემა El Pais-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ეს ეპიდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა სერთო რაოდენობის 14 პროცენტზე მეტია.
"ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილია 19 400 მედიკოსის შესახებ, ვაგრძელებთ ინფორმაციების შეგროვებას, როგორც მათი მდგომარეობის ისე გამოჯანმრთელებულების რაოდენობის შესახებ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა 20 პროცენტი კლინიკებიდან უკვე გაეწერა, დაახლოებით 10 პროცენტი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მედიკოსების უმეტესობა სახლებში მკურნალობს", - განაცხადა პრესკონფერენციაზე ესპანეთის ჯანდაცის სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ხოსე სიერამ.
გაზეთ Pais-ის ინფორმაციით, გარდაიცვალა 13 მედიკოსი - 11 ექიმი, ერთი მედდა და ერთი სანიტარი.