ის მოლოდინები, რომლებიც ამ რიცხვისთვის იყო ნავარაუდები ჩვენი მეცნიერების მხრიდან ისე მწვავად არ გამართლდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მონაცემები მატულობს, რაც მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის გუნდის ერთიანმა სტრატეგიამ გაამართლა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის დადებითმა ჩართულობამ თავის შედეგი გამოიყო.
„ეს იყო ზუსტად ის მოლოდინები და იმ შემთხვევაში იყო ეს მოლოდინები, თუ ჩვენ ვერ შევძლებდით სოციალური დისტანცირების ეფექტურ მართვას. მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ, მთავრობის გუნდის ერთიანმა სტრატეგიამ გაამართლა და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობის დადებითმა ჩართულობამ თავის შედეგი გამოიყო და ის მოლოდინები, რომლებიც ამ რიცხვისთვის იყო ნავარაუდები ჩვენი მეცნიერების მხრიდან ისე მწვავად არ გამართლდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მონაცემები მატულობს, რაც მოსალოდნელი იყო“, - აღნიშნა მინისტრმა და მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან სოციალური დისტანცირება, რათა ვირუსის გავრცელებას არ შეუწყონ ხელი.
საქართველოში კორონავირუსი 174 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.