ჩვენ არ გვინდა, რომ წავაგოთ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ეს ბრძოლა არ წავაგოთ, ამისათვის, მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა პრევენციული ღონისძიება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა "მოამბეში" განაცხადა.
მისი თქმით, მაქსიმალური სოციალური დისტანცირება საშუალებას "მოგვცემს ჩვენ ეპიდემიასთან ბრძოლაში გავიმარჯვოთ და არ დავმარცხდეთ".
"უნდა გავითვალისწინოთ ყოველივე ეს და მივიღოთ უფრო მეტად სერიოზულად. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, ყველა ის ადამიანი, რომელიც 65 წელს ზემოთ არის და ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს მრავლობითი ქრონიკული დაავადება, არიან იმ მაღალი რისკ ჯგუფის წარმომადგენლები, სადაც შეიძლება, შედეგი იყოს სავალალო და იყოს ლეტალური. რაც ამძიმებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ექიმების მდგომარეობასაც და ამ ბრძოლაში, ჩვენ არ გვინდა, რომ წავაგოთ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ეს ბრძოლა არ წავაგოთ, ამისათვის, მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა პრევენციული ღონისძიებები, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს, გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან რისკის ქვეშ და მოვახდინოთ მაქსიმალური დისტანცირება, რათა არ მოხდეს ვირუსის ჯაჭვის გავრცელება, რაც მიგვიყვანს უკვე იმ შედეგემაბდე, რომელი შედეგიც უკვე ერთ-ერთი დღეს უკვე დაგვიდგა", - განაცხადა ტიკარაძემ.