ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 140 347-ს მიაღწია.
კორონავირუსით გარდაიცვალა 60 877 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 233 390 პაციენტი.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩინეთში, ირანსა და დიდ ბრიტანეთში.
აშშ - 278 568
ესპანეთი - 124 736
იტალია - 119 827
გერმანია - 92 050
საფრანგეთი - 83 031
ჩინეთი - 82 543
ირანი - 55 743
დიდი ბრიტანეთი - 42 433
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთსა და ირანში,
იტალია - 14 681
ესპანეთი - 11 744
საფრანგეთი - 6 507
დიდი ბრიტანეთი - 4 313
ირანი - 3 452
ჩინეთი - 3 207
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. პირველი ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. ინფიცირებული პირებიდან 2 შემთხვევა ირანს უკავშირდება, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან, აზერბაიჯანთან, ამერიკასთან, ინგლისთან, საფრანგეთსა და თურქეთთან.
04 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 157-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 5 526 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344. გამოჯანრთელდა 28 პაციენტი. გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა სპორტული, კულტურული ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე გადაიდო.
22 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 23 მარტს კი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი დაწესდა.
31 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა და დაწესდა კომენდანტის საათი.