ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გაამხნევა ექიმები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.
"წარმატებები მინდა, ვუსურვო ქართველ ექიმებს ამ ბრძოლაში და მინდა, გავამხნევო ისინი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ ბრძოლაში ისინი მიაღწევენ იმ შედეგებს, რა შედეგებზეც ვართ ჩვენ ორიენტირებული. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩენ გვაქვს გარკვეული გეგმა და ამ გეგმას მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. ყველა რეგიონში ვაძლიერებთ სტაციონარულ სექტორს, ისევე, როგორც ჯანდაცვის პირველად რგოლს. ადგილზე ვნახულობთ ობიექტების მზაობას და ვეცნობით, თუ რა საჭიროებებია, რომ ისინი იყვნენ აღჭურვილი, რათა მოემსახურონ პაციენტებს უსაფრთხოდ. ასევე, ვეცნობით ყველა იმ დეტალურ მონაცემებს, რა საჭიროებები არის ექიმების თავდაცვის კუთხითაც საჭირო", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.