დღეს, 11 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების მერვე ყოველწლიური საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართება. 
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ს საელჩოდან აცნობეს გამოფენაზე, წარმოდგენილი იქნება ამერიკული უნივერსიტეტები, ჩატარტება სემინარები აშშ-ში უმაღლესი განათლებისა და აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შესახებ, მოეწყობა შეხვედრა აშშ-ს უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და კურსდამთავრებულებთან. 
გამოფენის ორგანიზატორები არიან აშშ-ს საელჩო საქართველოში, "საერთაშორისო განათლების ცენტრი", საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი "კვალი". 
აშშ-ს საგანმანათლებლო გამოფენა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს შეხვდნენ და გაესაუბრონ ამერიკული უნივერტსიტეტების წარმომადგენლებს, მიიღონ ინფორმაცია ამერიკულ უნივეტრსიტეტებში ინდივიდიალურად ჩარიცხვისა და აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ. დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ საგანმანათლებლო ცენტრებს კონსულტაციისთვის. 
"საერთაშორისო განათლების ცენტრი" და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი "კვალი" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებია, რომლებიც უფასო კონსულტაციებს უწევენ ყველა აშშ-ში სწავლის გაგრძელების მსურველს. 
საგანმანათლებლო გამოფენა ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთრეკაში (ლადო გუდიაშვილის ქ. 7), 13:00 - 16:00 სთ. დასწრება თავისუფალია.