ქრისტიანული დღესასწაულების ტრადიციული ფორმით ჩატარებას შესაძლოა შემთხვევების მატება მოჰყვეს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"თუ ქრისტიანული დღესასწაულები ტრადიციული ფორმით ჩატარდება, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მატება. იქნება თუ არა ეს პიკი, ვერ გეტყვით. ეს ჩემი პერსონალური აზრია. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეკლესიას და კატეგორიულად არ მინდა, მის საქმეში ჩავერიო და რაიმე რჩევები მივცე. უკვე არის რაღაც საუბრები, რომ ეს დღესასწაულები რაღაც შეზღუდული ფორმით ჩატარდეს. ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო და თუ მანამდე ისეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით რისკებს არ შეამცირებს, რა თქმა უნდა, რისკი არსებობს“, - განაცხადა ცერცვაძემ.