მალე დავიწყებთ განკურნებული ადამიანებიდან სისხლის აღებას და საჭიროების შემთხვევაში, ინიფიცრებულთა მკურნალობას, - ამის შესახებ "დღის კურიერში" ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, როდესაც მძიმე იქნება პაციენტი.
"გამოჯანმრთელებული ადამიანების ანტისხეულები გადაესხმება და დაეხმარება ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში. ამ საკითხისათვის გადადგმულია უკვე ნაბიჯები. მიმდინარეობს ამ საკითხზე შეთანხმებები და მალე დავიწყებთ გამოჯანმრთელებული ადამიანებიდან სისხლის აღებას, მის დამუშავებას და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას პაციენტების. ეს იმ შემთხვევაში დაგვჭირდება, როდესაც მძიმე იქნება პაციენტი“, - განაცხადა ენდელაძემ.