ჩემი პირადი პროგნოზით, რომელიც არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებებს, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში დადგება, შენარჩუნდება კიდევ სამი კვირა და მერე წავა დაბლა, - განაცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, არავინ იცის როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ახალი ვირუსია.
"ჩვენთან ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, სამწუხაროდ, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია - 0, ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, გაჩნდება ლეტალობა, მაგრამ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ ეს იქნება ასეულები, და არა ათასეულები და ათეულ ათასეულები, ხოლო როდის დამთავრდება და როგორ მოვერევით, ეს უფრო რთული კითხვაა, არავინ იცის როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ახალი ვირუსია.
ჩემი პირადი პროგნოზით, რომელიც არ ეფუძნება რაიმე მტკიცებულებებს, ქვეყანაში ინფექციის გავრცელების პიკი 2-3 კვირაში დადგება, შენარჩუნდება კიდევ სამი კვირა და მერე წავა დაბლა", - თქვა ცერცვაძემ.