საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე და მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
"ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, რაც ეხება საგანგებო მდგომარეობას, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 144-ზე, მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას, ყველა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ, ნებისმიერ საკითხზე. აინტერესებთ, როგორ უნდა გადაადგილდნენ? აინტერესებთ სად არის განთავსებული ბლოკპოსტები? აინტერესებთ მანქანაში, როგორ და რამდენი უნდა ჩასხდნენ? აინტერესებთ, რომელია ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც გადაადგილება დასაშვებია? აინტერესებთ სახლიდან გარეთ, რა შემთხვევაში შეუძლიათ გამონაკლისის შემთხვევაში გასვლა? კიდევ ერთხელ ვამბობ, აკრძალვები არის მაქსიმალური, აქედან არის დაწესებული მინიმალური გამონაკლისები. ორი საკომუნიკაციო საშუალება არსებობს, 144 და 112, რომელზეც კორონავირუსის სიმპტომების შემთხვევაში შეუძლიათ მოქალაქეებმა დარეკონ და მიიღონ შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანებისგან, სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.