ნიდერლანდებში Singer Laren-ის მუზეუმინდან, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული იყო, ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის შედევრი "გაზაფხულის ბაღი" მოიპარეს. იუწყება Independent-ი მუზეუმის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
მუზეუმი ქალაქ ლარენში, ნიდერლანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამია აღმოსავლეთით მდებარეობს.
"ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მხატვრის შედევრი მოპარულია. უაღრესად შოკირებული და განრისხებული ვარ ამ ფაქტის გამო", - თქვა მუზეუმის დირექტორმა.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმიდან მხოლოდ ეს ნახატია მოპარული.
ნახატი ვინსენტ ვან გოგის მიერ 1884 წელს არის შესრულებული.