არ გვინდა ის მოგვივიდეს, რაც მოუვიდა ძალიან ბევრ ქვეყანას. მერე მოწოდება "სახლში დარჩი" გვიანი იქნება - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სახლში დარჩენა ერთადერთი გამოსავალია, რომ შედარებით უმტკივნეულოდ გადავიტანოთ სიტუაცია.
"სტატისტიკა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში, საბედნიეროდ არ გვაძლევს შეშფოთების საფუძველს. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ის მოგვივიდეს რაც მოუვიდა ძალიან ბევრ ქვეყანას. ხედავთ რაც ხდება მსოფლიოში, უმდიდრეს ქვეყნებშიც. მერე მოწოდება "სახლში დარჩი", გვიანი იქნება. ახლა უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. უმრავლესობამ ეს გაითავისა, შეიგნო, მაგრამ სამწუხარო ინფორმაციებიც მომდის“, - თქვა იმნაძემ.