რუანდაში კაცი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის პირობები დაარღვია და სათევზაოდ წავიდა, ნიანგმა შეჭამა.
ტრაგიკული ინცინდენტი რუანდის სამხრეთ ნაწილში ქალაქ კამონში 25 მარტს მოხდა. სწორედ ამ ქალაქის მერმა ალისა კაიიტესიმ მიაწოდა ინფორმაცია BBC-ის.
"მან დაარღვია კარანტინის პირობები და იმ რამდენიმე ადამიანს შორის აღმოჩნდა, რომლებიც იგივენაირად მოიქცნენ", - თქვა ქალაქის მერმა.
შემთხვევა მდინარე ნიაბარონგოსთან მოხდა.
რუანდაში სადაც დაახლოებით 12 მლნ ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა აღრიცხული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია რეგიონში.
ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.