მკვეთრად გაიზარდა ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა.
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 27 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ესპანეთში ახალ კორონავირუსს კიდევ 769 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამში 4 858.
გუშინ, 26 მარტს ესპანეთში კორონავირუსით 655 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში გაიზარდა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და სულ 64 059 შეადგინა.
ესპანეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში, იტალიის შემდეგ, კოროვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით.