რუსეთში ოფიციალური მონაცამებით, გასულ 24 სათში კორონავირუსის კიდევ 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას COVID-19-ის მონიტორინგის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
სულ რუსეთში ოფიციალურად კორონავირუსის 1036 შემთხვევაა დადასტურებული.
ერთი კვირის წინ, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირწმუნებოდა, რომ რუსეთს კორონავირუსის გავრცელება "კონტროლის ქვეშ" ჰქონდა. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში მოელიან ეპიდსიტუაციის გამწვავებას.
კორონავირუსული ინფექციით რუსეთში 3 პაციენტია გარდაცვლილი.