11 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების მერვე ყოველწლიური საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ს საელჩოდან აცნობეს გამოფენაზე, წარმოდგენილი იქნება ამერიკული უნივერსიტეტები, ჩატარტება სემინარები აშშ-ში უმაღლესი განათლებისა და აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების შესახებ, მოეწყობა შეხვედრა აშშ-ს უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და კურსდამთავრებულებთან.
გამოფენის ორგანიზატორები არიან აშშ-ს საელჩო საქართველოში, "საერთაშორისო განათლების ცენტრი", საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი "კვალი".
აშშ-ს საგანმანათლებლო გამოფენა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს შეხვდნენ და გაესაუბრონ ამერიკული უნივერტსიტეტების წარმომადგენლებს, მიიღონ ინფორმაცია ამერიკულ უნივეტრსიტეტებში ინდივიდიალურად ჩარიცხვისა და აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესახებ. დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ საგანმანათლებლო ცენტრებს კონსულტაციისთვის.
"საერთაშორისო განათლების ცენტრი" და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი "კვალი" აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებია, რომლებიც უფასო კონსულტაციებს უწევენ ყველა აშშ-ში სწავლის გაგრძელების მსურველს.
გამოფენაში მონაწილებას მიიღებენ შემდეგი ორგანიზაციები და უნივერსიტეტები:
1. აშშ-ს საელჩო საქართველოში
2. საერთაშორისო განათლების ცენტრი
3. საინფორმაციო-საგანმანათლებლო ცენტრი "კვალი"
4. ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისთვის
5. საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)
6. ACT, Inc. (ამერიკული სტანდარტული ტესტი)
7. American University of Armenia (Yerevan, Armenia)
8. Bergen Community College (Paramus, New Jersey)
9. HULT Business School (London, U.K.)
10. Lynn University (Boca Raton, Florida)
11. State University of New York (SUNY) (Plattsburg, New York)
12. University of South Carolina (Columbia, South Carolina)
13. The University of Tulsa (Tulsa, Oklahoma)
14. Wittenberg University (Springfield, Ohio)
საგანმანათლებლო გამოფენა ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთრეკაში (ლადო გუდიაშვილის ქ. 7), 13:00 - 16:00 სთ. დასწრება თავისუფალია.