დღეს, 10 ოქტომბერს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებათა ყველაზე მასშტაბური დღე აღინიშნება.
ამ დღეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში - 3500-ზე მეტი აქციის ჩატარება იგეგმება, 160-ზე მეტ ქვეყანაში მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს. 10/10/10-ს პლანეტის ისტორიაში ყველაზე გლობალურ და უმსხვილეს ღონისძიებად გადაქცევის დიდი შანსი აქვს. საქართველო, კოსოვო, ისლანდია, პორტუგალია, ევროპის 40-ზე მეტი ქვეყანა ევროკავშირის ყველა ქვეყნის ჩათვლით მონაწილეობის მისაღებად აქტიურ სამზადისშია.
თბილისში ასობით ახალგაზრდა გამოსახავს 350-ს და დაირგვება 350 ნერგი, ერთი წუთით ავტომობილები ჩააქრობენ ძრავას, ქუთაისში გაიმართება დასუფთავების აქცია. ფილიპინებში სტუდენტები ხეების დარგვას აპირებენ ტაიფუნებისგან თავიანთი ქვეყნის სანაპიროს დასაცავად, მთელი მსოფლიოს ხალხი ხელს კიდებს კლიმატურ გადაწყვეტილებათა დანერგვის სამუშაოს და იმავეს მოუწოდებს თავიანთ პოლიტიკურ ლიდერებს.
"10/10/10 ყველას დაგვამახსოვრდება დღედ, როდესაც მთელმა მსოფლიომ გვერდზე გადადო განსხვავებანი და გაერთიანდა კლიმატის კატასტროფული ცვლილებების თავიდან ასაცილებლად", - აღნიშნა ფილმ "უგუნურთა ჟამის" პროდიუსერმა და მოძრაობის დამაარსებელმა ფრანს ამსტრონგმა, რომელიც ამ მოძრაობათა ერთ-ერთ ორგანიზატორად გვევლინება.
მოძრაობის გლობალური დღის კოორდინატორია, ასევე 350.ორგ-ის საერთაშორისო კლიმატის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა, რომელიც ამერიკელმა ეკოლოგმა ბილ მაკკიბენმა დააფუძნა. ამ დღისათვის მზადება მიმდინარეობს ინტერნეტტექნოლოგიების, ბლოგებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.
"არავითარი შეტყობინება არ მიგვიღია ჩრდილო კორეიდან, ლიხტენშტაინიდან და სუნამიდან, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დღეს პლანეტის ყველა ქვეყანა აღნიშნავს და იღებს მონაწილეობას", - ამბობს მაკკიბენი.
10 ოქტომბერს, 15:50 საათზე, თბილისში მთელი ქალაქის მასშტაბით ერთი წუთით მოძრაობის შეჩერება იგეგმება; ქუთაისში დაგეგმილია ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება; სუმოს მებრძოლები დასხდებიან ველოსიპედზე, რათა მონაწილეობა მიიღონ ტოკიოს შუაგულში მოწყობილ ველორბოლაში; მალდივიის კუნძულის რესპუბლიკის პრეზიდენტი მოჰამედ ნაშიდი მზის პანელებს დააყენებს რეზიდენციის სახურავზე; ყარაჩში ქალები მონაწილეობას მიიღებენ მზის ღუმელების აწყობის ტრენინგებში; პარიზი, მეხიკო და ლისაბონი იღებენ პასუხისმგებლობას 2010 წლის სათბურებიდან 10%-ით გამონაბოლქვი გაზების შემცირებას.
"საერთაშორისო ხელშეკრულების მომზადებაში ვერ მიღწეული არსებითი პროგრესის მიუხედავად ადამიანები მზად არიან შეუდგნენ კლიმატის ცვლილების შეჩერებისათვის გადაწყვეტილებათა დანერგვის სამუშაოს. 10/10/10-ით ვაჩვენებთ პოლიტიკოსებს, თუ როგორი იერ-სახე აქვს კლიმატის კრიზისის გადაწყვეტილებისადმი ნამდვილ კონსტრუქციულ მიდგომას", _ აცხადებს 350.ორგ-ის კავშირების დირექტორი ჯეიმ ჰენი.
10/10/10 ის ღონისძიებები გამთენიისას დაიწყება წყნარი ოკეანის სანაპიროზე და გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში, ა.შშ-ში, ჰავაიზე, მზის ჩასვლამდე. თითოეული ღონისძიების დასრულების შემდეგ ორგანიზატორები ფოტოვიდეომასალას ატვირთავენ საიტზე 350.ორგ, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდება მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა და ფართო საზოგადოებისთვის.
350. ორგ დახმარებას უწევს საერთაშორისო კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის ჩამოყალიბებას, რომელსაც აერთიანებს რწმენა, ენთუზიაზმი, მეცნიერება კლიმატის შესახებ და სამართლიანი მოთხოვნები. 15 ქვეყანაში შექმნილი შტატითა და 300 ათასზე მეტი მომხრეებით 350.ორგ გვევლინება ისეთ გლობალურ ქსელად, რომელიც ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მოქმედებს და კლიმატის დასაცავად იბრძვის.