ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ალბათ, ცალკეული ლეტალური შემთხვევებიც იქნება, ვინაიდან ამას პრაქტიკულად, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა, მაგრამ ვერტიკალი, რომელიც ძალიან ორგანიზებულად მოქმედებს, შეძლებს, საქართველოს ეპიდემიის განვითარების ამ ახალ სტადიაზეც ექნას ერთი-ორი საფეხურით უფრო კეთილსაიმედო მდგომარეობა, ვიდრე ევროპის ქვეყნებს აქვთ.
„ვფიქრობ, საქართველო მოახერხებს იმას, რომ თავიდან აიცილოს ეპიდემიის დრამატული განვითარება, თავისი უზარმაზარი უარყოფითი შედეგებით – როგორც ეკონომიკური ზარალით, ისე ადამიანური მსხვერპლით“, – განაცხადა ცერცვაძემ.