ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“განაცხადა, რომ მარნეულელი ქალის შემთხვევამ დასაბამი მისცა ე.წ. მეოთხეულ გადაცემას და ქვეყნის შიგნით ეპიდემიის განვითარების საფრთხეს, მაგრამ აქაც მყისიერად იმოქმედა საქართველოს მთავრობამ და ვერტიკალმა, რომლის ფუნქციაც ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაა.
„მყისიერად მოქმედებამ უკვე გამოიღო შედეგი და შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოში ჯერჯერობით, ერთადერთი ცხელი კერა ლოკალიზებულია და შესაძლებელია, ის, რისი საფრთხეც თავიდან იყო და გვეშინოდა, რომ ამას ინფექციის უმართავი გავრცელება შეიძლებოდა, მოჰყოლოდა, ახლა უფრო მეტია იმედი, რომ ეპიდემიის გავრცელება იქნება, მაგრამ მართვადი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.