საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია ათი პაციენტი.
ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4346 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.