დღეს, 9 სექტემბერს, პალიატური მზრუნველობისა და ჰოსპისების დღე საქართველოშიც აღინიშნება.
საქართველოში ეს დღე ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს", პირველი ლედისა და მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის ერთობლივი ძალისხმევით აღინიშნება. საქველმოქმედო საღამო 9 ოქტომბერს, 18:00 საათზე მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრში ცნობილი ქართველი მხატვრების ანტონ ბალანჩივაძის, ედმონდ კალანდაძის, ზურა გომელაურის, ლევან ხარანაულის, სანდრო ანთაძის, მაკა ჯებირაშვილის, თამუნა ბოჭორიშვილის, გიორგი გაგოშიძის, თამუნა ბოჭორიშვილის, გიორგი ჯამბურიას, სანდრო ანთაძის და გიორგი დოლიძის ნამუშევრების გამოფენით გაიხსნება და კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობენ კამერული ანსამბლი "მუზა", ნატო მეტონიძე, ეკა მამალაძე და კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის სტიპენდიანტები.
ამ დღესთან დაკავშირებული წლევანდელი დევიზია შჰარინგ ტჰე ჩარე (ვიზრუნოთ ერთად). წელს, სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც ერთვება ამ საერთაშორისო ინიციატივაში, უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანებისა და მათი ოჯახების მიმართ მზრუნველობისა და პატივისცემის გამოსახატავად.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ნახატები ან შემოწირულობის სახით დაეხმარონ საქართველოში არსებული ჰოსპისების გაფართოებას. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია: თBჩ ბანკი; ბანკის კოდი: 220101830; მფო: 220101830; სალარე ანგარიში ა/ა 360800037; სავალუტო ანგარიში: 55070554, მიმღები: ონკოპრევენციის ცენტრი.
პალიატური მზრუნველობა მრავალპროფილური მზრუნველობაა, რომლის უპირველესი ამოცანაა განუკურნებელი სენით დაავადებული პირებისთვის ტკივილის მოხსნა, მათი სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება და სულიერი თანადგომის გაწევა. ჰოსპისები კი ის დაწესებულებებია, სადაც ამ ადამიანებს ცხოვრების უკანასკნელი დღეებში, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ თანადგომას უწევენ. დღესდღეობით თბილისში ორი ჰოსპისი ფუნქციონირებს. ერთი- ონკოპრევენციის ცენტრის ბაზაზე, მეორე კი - ფერიცვალების დედათა მონასტერში.
ფონდ ღია საზოგადოების განმარტებით, განუკურნებელი სენით დაავადებული მილიონობით ადამიანი ყოველ წელს გაუსაძლის ტკივილს და მძიმე ემოციურ მდგომარეობას განიცდის, რაც მათ სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრების გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. ასეთი დაავადებების რიცხვს მიეკუთვნება შიდსი, ავთვისებიანი სიმსივნე IV სტადიაში, ალცჰეიმერის, პარკინსონის, გულ-სისხლძარღვთა და ნევროლოგიური დაავადებები. ეს ადამიანები პალიატიური პაციენტები არიან, რომელთა მიმართაც მედიცინას მხოლოდ მდგომარეობის შემსუბუქების მიზანი დარჩენია და რომელთაც პალიატური მზრუნველობა ესაჭიროებათ.
მათი განმარტებით, საქართველოში პალიატური მზრუნველობა ათასობით ადამიანს ესაჭიროება, მაგრამ დღესდღეობით, ჰოსპისებში არსებული საწოლების მწირი რაოდენობა და საკადრო რესურსი დაავადებულთა მზარდ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შედეგად, წლის განმავლობაში ათასობით დაავადებული ადამიანი მძიმე ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას განიცდის, რაც მათ სრულფასოვანი და ღირსეული ცხოვრების გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ნახატები ან შემოწირულობის სახით დაეხმარონ საქართველოში არსებული ჰოსპისების გაფართოებას. ამით კი, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეუმსუბუქონ დარჩენილი დღეები.
თანხის გადარიცხვა შესაძლებელია: თBჩ ბანკი; ბანკის კოდი: 220101830; მფო: 220101830; სალარე ანგარიში ა/ა 360800037; სავალუტო ანგარიში: 55070554, მიმღები: ონკოპრევენციის ცენტრი.