ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, ის რა მდგომარეობაც იტალიაშია, საქართველოში არ იქნება, რადგან ჩვენ ქვეყანაში პრევენციული ღონისძიებების გატარება ადრევე მოხდა.
მისივე თქმით, მარნეულელი ქალის პირველწყაროს უკვე მიაგნეს.
"კარგ ვარიანტში ვირუსის გავრცელება ზაფხულის დადგომისთანავე უნდა შენელდეს და ივნის-ივლისში ზრდა აღარ უნდა ფიქსირდებოდეს. სულ რომ არაფერი არ გაგვეკეთებინა ვირუსის გავრცელების პიკი უნდა გვქონოდა აპრილის 20 რიცხვიდან მაისის თვეში. ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემას დააქცევდა ეს მდგომარეობა, რადგან ვერცერთი კლინიკა ვერ გაუძლებს ამდენ პაციენტს. ის რაც დაემართა იტალიას ეს ჩვენთან არ მოხდება რადგან, პრევენციული ზომები მივიღეთ. როგორც ვიცი, ჩემი ინფორმაციით მარნეულელი ქალბატონის პირველწყაროს უკვე მიაგნეს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.