ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით კიდევ 514 ადამიანი გარდაიცვალა. იუწყება ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო.
საერთო ჯამში კორონავირუსს ესპანეთში 2 696 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა ცხოვრობდა ქვეყნის დედაქალაქ მადრიდში.
უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში კორონავირისით ინფიცირების 39 637 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 3 300 პაციენტი გამოჯანმრთელდა.