დღეს დადასტურებული 7 ახალი ინფიცირებულიდან, 4 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადყოფოშია მოთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, 4 ახალი ინფიცირებული სხვა კლასტერია და მათ მარნეულთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ.
"დღეს გამოვლინდა კიდევ 4 ახალი ინფიცირებული, რომლებიც არიან ამერიკიდან ჩამოსულები, ანუ არ არის შიდა გადაცემა. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. აღნიშნული 4 პაციენტი აქამდე თვითიზოლაციაში იყო. აღსანიშნავია, რომ ოთხი ახალი პაციენტიდან მარნეულთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ისინი საშუალო ასაკის არიან, ერთი მათგანი კი, 15 წლის ბავშვია. რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილი ქალბატონის დას, როგორც ვიცი, მას არ დაუდასტურდა ვირუსი", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.