მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება, - განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძიემ.
მისი თქმით, საუბარია, 1700-მდე კონტაქტზე, რომელთაგან 90 უშუალო კონტაქტია.
„უშუალო 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღა კონტაქტების 1700-მდეა და მათი ყველას გამოკვლევა და შემდგომი იზოლაცია იქნება საჭირო“ ,- აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში ახალი კორონავირუსი შუა ხნის ქალს დაუდასტურდა, რომელმაც საავადმყოფოში ვიზიტის დროს, მოგზაურობის ისტორია დამალა. მოგვაიენბით, ქალის მდგომარეობა დამძიმდა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიუტეტებში კარანტინი გამოცხადდა.