ქვეყანაში მედიკამენტების დეფიციტი არ შეიქმნება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება მედიკამენტების მარაგის მუდმივ კონტროლზე და შემოწმებაზე მუშაობს.
"თქვენ იცით, რომ უკვე კვირაზე მეტია, საქართველოს მთავრობამ აკრძალა საქართველოდან სამედიცინო საჭიროების ნივთების და მედიკამენტების გატანა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში არის საკმარისი მარაგი მედიკამენტის. ჩვენ ვმუშაობთ მარაგების მუდმივ კონტროლზე და ასევე შემოწმებაზე, გვაქვს ჩვენს მწარმოებლებთან ისევე როგორც კერძო შემომტანებთანაც კოორდინაცია და ვირწმუნებით, რომ მარაგების შევსებიდან გამომდინარე, ქვეყანაში წამლებზე დეფიციტი არ შეიქმნება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.