დღეის მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში არ გაზრდილა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, რვა ადამიანია გამოჯანმრთელებული.
„რვა ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამ წუთისათვის დამატებული ინფიცირებულებში არ არის, 54 ადამიანია ინფიცირებული. მარნეულში ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი დადგენილია, ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი. ისინი ყველანი იზოლაციაში არიან. მიმდინარეობს მათი ყველას გამოკითხვა. გარდა ამისა, მარნეულის კონტაქტები სამი გამოკვლეულია და სამივე უარყოფითია”, - თქვა იმნაძემ.
საქართველოს მთავრობამ 22 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვები დააწესა.