ტესტები, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას, რომ 100 პროცენტიანი სიზუსტით დავადგინოთ კორონავირუსი პირველი და მეორე დღეს, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ტესტები საქართველოში ხვალ ჩამოვა და ტესტირება ოთხშაბათიდან დაიწყება.
„ ტესტები, რომლებიც ხვალიდან იქნება საქართველოში არის ის ტესტები, რომლებიც დაავადების გამოვლენას მოახდენს პირველი დღიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტირების ხარისხი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით და ის ტესტები, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას, 100 პროცენტიანი სიზუსტით დავადგინოთ კორონავირუსი პირველ და მეორე დღეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.