ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მედიკოსები დღის ბოლომდე, ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 3 პაციენტის ანალიზებს ელოდებიან.
"ექიმების შრომამ შედეგი გამოიღო. 8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებუალია. ისინი გაეწერებიან სახლშ, მაგრამ თვითიზოლაციაში და ექიმების დაკვირვების ქვეშ. დღეს, დღის ბოლომდე კიდევ 3 პაციენტზე ველოდებით შედეგებს და იმედი გვაქვს, რომ ხვალ, მათაც, როგორც ჯანმრთელებს გავწერთ სახლში", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავრუსით ინფიცირების სულ 54 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 8 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.