კორონავირუსიული ინფექციის შემთხვევების მატების ფონზე, ინდოეთის ხელისუფლებამ დედაქალაქ ნიუ დელისა და კიდევ რამდენიმე ქალაქში კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.
ნიუ დელიში, რომლის მოსახლეობა 18 მილიონ ადამინს აღწევს, დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 29 შემთხვევა.
ქალაქში 31 მარტამდე დაიხურა ყველა მაღაზია, სკოლა, ოფისი და ქარხანა. საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მაგალითად, ავტობუსებმა, მეტროსადგურებმა, ტაქსებმა შეაჩერესე მუშაობა.
მუშაობის უფლება მიეცათ მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების ობიექტებს, სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, წყალმომარაგებას და მედიას. მხოლოდ ამ დაწესებულებების თანამშრომლებს შეუძლიათ ქალაქში შეუფერხებელი გადაადგილება.
ნიუ დელიში ამოქმედდა ინდოეთის კოლონიალური ეპოქის დროინდელი კანონი, რომელიც კრძალავს ოთხზე მეტი ადამიანის შეკრებას.
ბოლო ინფორმაციით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების 359 შემთხვევაა დაფიქსირებული.