ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით კიდევ 394 ადამიანი გარდაიცვალა. იუწყევა ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო.
საერთო ჯამში კორონავირუსს ესპანეთში 1720 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა ცხოვრობდა ქვეყნის დედაქალაქ მადრიდში.
უწყების მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ესპანეთში კორონავირისით ინფიცირების 28 572 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 2 575 პაციენტი გამოჯანმრთელდა.