ექსპერტების, რესტავრატორებისა და არქიტექტორების დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გადარჩენას ეხება, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული აქ იქნება.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სპეციალისტების შეკრების ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მოხდეს აზრების შეჯერება. ამის შემდეგ დაიწყება კონსულტაციები უცხოელ კოლეგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ბოლოს კი მოხდება საერთო სამოქმედო გეგმის დასახვა, თუ როგორ შეიძლება სამონასტრო კომპლექსის გადარჩენა.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს არ იქნება მარტივი, რადგან სამონასტრო კომპლექსში კლდის რღვევის პროცესი არის საკმაოდ მასშტაბური და ამასთან მსოფლიოში არ არსებობს მეთოდოლოგია, რომლითაც შესაძლებელია, ეს პროცესი შეჩერდეს - ერთადერთი გამოსავალი პროცესის დროებით შენელებაშია.
ექსპერტები, რესტავრატორები, არქიტექტორები ორი საათია ერთად ცდილობენ, იპოვონ გამოსავალი და გადაარჩინოს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. კლდე, სადაც კომპლექსის ზედა ნაწილია განთავსებული, ეროზიას განიცდის.
დღეს სპეციალსტებმა უნდა გადაწყიტონ, მოხდება თუ არა უნიკალური ფრესკების მოხსნა და მათი უსაფრთხო ადგილას გადატანა. ექსპერტები განმარტავენ, რომ ეროზიის შეჩერება ბოლომდე შეუძლებელია და ერთადერთი შანსი, რომელიც ახლა არსებობს, პროცესის შენელებაა, რაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის არსებობას გაახანგრძლივებს.