ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ეზუგბაიას განცხადებით, ერთმა მათგანმა ინფექციური საავადმყოფო გუშინ დატოვა, ერთი კი დღეს გაეწერება.
"მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტთან ვირუსზე განმეორებითი კვლევა უარყოფითია. ერთმა უკვე დატოვა გუშინ ჩვენი დაწესებულება და მეორე დატოვებს დღეს ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 3-მა პაციენტამ დატოვა ჩვენი ცენტრი“,- განაცახდა ეზუგბაიამ.