9 ოქტომბერს ბოლნისის ეპარქიის ეპისკოპისი მეუფე ეფრემი სოფელ ტანძიის იწრიის ღმრთისმშობლის ახლად აღდგენილ ეკლესიაში წირვა-ლოცვას აღავლენს. ღონისძიებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი დაესწრება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით, საპატრიარქოსთან ურთიერთანამშრომლობის შედეგად აღდგენილია სოფელ ტანძიის იწრიის ღმრთისმშობლის ეკლესია....
გვიან ფეოდალური ხანის დარბაზული ტიპის არქიტექტურული ძეგლი, წლების განმავლობაში განადგურების პირას იმყოფებოდა. ძეგლს დაუბრუნდა პურვანდელი სახე - აღდგენილია ფასადების საპირე წყობა, კამარა, ლავგარდანის 90%, დასავლეთის მინაშენის თაღი და ფრონტონი. ძეგლი გადახურულია და ტაძრის პერიმეტრზე დაგებულია სარინელი. ზამთრის ბუნებრივი ნალექები ძეგლს საფრთხეს აღარ შეუქმნის.