ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიის საორგანიზაციო კომიტეტმა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე გამოაქვეყნა ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ("ალმა~) 2011 წლის კანდიდატთა სია, რომელშიც პირველად პრემიის არსებობის ისტორიაში შევიდა საქეთველოს წარმომადგენელი _ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი "ლიბო~.
ფონდი შეიქმნა 2006 წელს მწერლების ირმა მალაციძის და მარიამ წიკლაურის თაოსნობით. ფონდმა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაატარა და თავისი წვლილი შეიტანა ქართული საბავშვო წიგნის განვითარების საქმეში. მისი თაოსნობით დაწესდა "ქართული საბავშო წიგნის დღე - 27 ოქტომბერი~.
"ალმა~ დაარსდა 2003 წელს შვედეთის სახელმწიფოს მიერ, დიდი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის უკვდავსაყოფად და საბავშვო წიგნის პოპულარიზაციისთვის მთელ მსოფლიოში. ის ყველაზე დიდი პრემიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორებს და ამ დარგში მოღვაწე ორგანიზაციებს გადაეცემა ყოველწლიურად განსაკუთრებული მიღწევებისთვის საბავშვო ლიტერატურის სფეროში. მისი საპრემიო ფონდი შეადგენს 500 000 შვედურ კრონას. საქართველო ამ საპრემიო კომიტეტს მიერთებულია 2006 წლიდან შვედურ-ქართული მემორანდუმის საფუძველზე. თუმცა წარდგენა საქართველოდან წელს, პირველად განხორციელდა.