მნიშვნელოვანია, რათა აღსრულდეს ყველა რეკომენდაცია, რასაც ამ ხნის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრთან ადგენდა ხოლმე, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოულოდნელი არ იყო.
„სწორედ საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ბოლომდე აღსრულდეს. ჩვენ, ყველა უწყება ისედაც ვმუშაობდით საგანგებო რეჟიმში, მაგრამ ახლა ამას ლეგალური საფუძველი ეძლევა, რაც გააადვილებს ყველა იმ ღონისძიების გატარებას და მეტ ეფექტს მისცემს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ქვეყანაში, რომ ჩვენ შედარებით მსუბუქად გადავიტანოთ ეპიდემია, ნაკლები ზიანით ან თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა 21აპრილამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.