ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით კიდევ 324 ადამიანი გარდაიცვალა. იუწყება ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო.
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1326 შეადგინა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 5 000-მდე ახალი შემთხვევა აღირიცხა. სულ კორონავირუსული ვირუსული ინფექციის 25 000-მდე შემთხვევაა აღრიცხული.
შეგახსენებთ, ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა.