54 წლის მამაკაცი ციმბირის წყლულის დიაგნოზით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გარდაბნის საავადმყოფოდან მოხდა.
ექიმები აცხადებენ, რომ მამაკაცის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა.
როგორ დაავადდა მამაკაცი, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ მას დაავადება საქონლისგან გადაედო.
ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში ჯილეხის დიაგნოზით კიდევ ორი ავადმყოფი მკურნალობს.