აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარე გიორგი ბარამია აფხაზეთის კაპელის ძველი და ახალი თაობის წევრებს შეხვდა. ბარამიამ კაპელის წევრებს საქართველოს პირველი ლედის საავტორო წიგნი "იდეალისტის ისტორია" გადასცა საჩუქრად.
აფხაზეთის კაპელა მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში "ჩვენებურები", რისთვისაც ბარამიამ გუნდის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
"ჩვენებურები" სვეტიცხოვლის განახლების 1000 წლისთავს ეძღვნება და 1-ლი ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე გაგრძელდება.