ველით, რომ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემებიც დაფიქსირდება, ალბათ, კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, რამდენიმე დღეში ვირუსის გავრცელების ტემპი მოიმატებს, თუმცა ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ზიანი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგენილია ყველა კონტაქტი და ყველა კლასტერი.
"ველით, რომ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემებიც დაფიქსირდება, ალბათ, კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შემთხვევების მინიმიზაცია მოხდეს. ყოველდღიურად ვლინდება ახალი კონტაქტები, საკმაოდ დიდი ადამიანების რაოდენობა არის გამოკვლეული. ეპიდ და ლაბორატორიული კვლევები გრძელდება,"- ამირან გამყრელიძე.