მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია 2020" გაუქმდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
"როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნები ახალი კორონავირუსისი პრევენციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს მიმართავენ, მიღებულია გადაწყვეტილება ევროვიზიის კონკურის გაუქმების შესახებ", - წერს გამოცემა.
ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით თორნიკე ყიფიანს უნდა მიეღო მონაწილეობა.
ევროვიზია 2020 ნიდერლანდების სამეფოში, როტერდამში 12-დან 16 მაისამდე უნდა გამართულიყო.