ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე ქართველი მომღერალი თორნიკე ყიფიანი ევროვიზიაზე საკუთარი სიმღერით წარსდგება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროვიზიის საქართველოს ჯგუფი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კომპოზიციის, სახელწოდებით Take me as I am, არანჟირებაზე მუშაობა დაწყებულია.
ცნობილი გახდა ისიც, რომ თორნიკე ყიფიანი 2020 წლის ევროვიზიაზე 3 ბექვოკალისტით წარსდგება: მარიამ შენგელია, მარიკო ლეჟავა და ალეკო ბერძენიშვილი.
თორნიკე ყიფიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიმღერის კონკურსში "საქართველოს ვარსკვლავი" გასული წლის 31 დეკემბერს გაიმარჯვა, რითაც მან ევროვიზიის კონკურსის საგზური მოიპოვა.
ევროვიზია 2020 ნიდერლანდების სამეფოში, როტერდამში 12-დან 16 მაისამდე გაიმართება.