ცნობილია კლასტერი, საიდანაც ბოლო 4 პაციენტი დაინფიცირდა,- .ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მტავრობის ადმინისტრაციაშ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
რაც შეეხება უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტს, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ნორმის ფარგლებშია და ვირუსის განმეორებითი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"დღეისათვის, დაგვიფიქსირდა კიდევ ოთხი შემთხვევა. ამ ფაქტის ერთი დადებითი მხარე არის, ის, რომ ჩვენ კვლავ ვიცით, რომელი კლასტერიდან არიან ეს პაციენტები. ორი პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და ორი პაციენტი მოთავსებულია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, მოხდა სიმპტომების გამოვლენა და შემდეგ ლუგარის ლაბორატორიის მიერ დადასტურება, რომ ისინი არიან კორონავირუსის მატარებლები.
პირველი პაციენტი, რომელიც გვყავდა კორონავირირუსით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და რეციდივი ამ ეტაპისთვის გამოვლენილი არ არის. ის კვლავ აგრძელებენ თვითიზოლაციაში ყოფნას და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სამი პაციენტი, რომელთა მდგომარეობა შედარებით ყურადსაღებია, მათი მდგომარეობაც არის სტაბილური და ჩენ გვაქვს ამ შემთხვევაშიც დამაიმედებელი პროგნოზი. რამდენიმე დღეში გვეცოდინება უფრო მეტი დეტალი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
18 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 38-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1130 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 81. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.