საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კვირის ბოლოდან მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
"ჩვენ მივიღეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება. შესაბამისად, წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რომ დამატებითად მივიღოთ ის სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება.
დღესდღეობით, ეს ქვეყანა არის ჩინეთი. ახლა მხოლოდ ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი და კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ .