როდესაც ჩვენ გვექნება მეოთხეული გადაცემა, ქვეყანაში გვეწყება შიდა გავრცელების რისკი, შიდა გავრცელება ნიშნავს, და ამისთვის ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად, გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს აშკარად არის რისკი გადაცემისა და გავრცელებისა, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალ რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და ვებრძოლოთ გავრცელებას ქვეყნის შიგნით.
"ეს ახალი რეჟიმი გახლავთ ის, რომ როდესაც ჩვენ გვექნება მეოთხეული გადაცემა ვირუსის, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შანსები დავადგინოთ პირველი წყარო მცირეა, ქვეყანაში გვეწყება შიდა გავრცელების რისკი, შიდა გავრცელება ნიშნავს, და ამისთვის ყველა ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს მზად, გეომეტრიულ პროგრესიას ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში. ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ, არ უნდა გავალამაზოთ ობიექტური რეალობა. შესაბამისად, ის მიდგომები, რომელიც უნდა ქონდეს მთავრობას იქნება სხვა, იქნება უფრო მკაცრი. მთავრობა მუშაობის 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე უკვე გადასულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა უნდა გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე“, - განაცხადა გახარიამ და არ გამოირიცხა დამატებითი შეზღუდვების შემოღება.