ინფიცირების წყარო არაა ცნობილი მხოლოდ ერთ პირთან, - განაცხადა იფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარიან ეზუგბაიამ.
მისი თქმით, ჯერ შიდაგავრცელებაზე საუბარი არაა, ინფიცირების წყარო არაა ცნობილი მხოლოდ ერთ პირთან
„ჯერ შიდაგავრცელებაზე საუბარი არაა, ინფიცირების წყარო არაა ცნობილი მხოლოდ ერთ პირთან - ცნობილია მათი მოგზაურობის მარშრუტები. დაავადების გავრცელების შესაჩერებლად ტარდება ეს ღონისძიებები, რაც ახლა ტარდება და, ალბათ, გამკაცრდება ღონისძიებები", - ამბობს მარინა ეზუგბაია.
მისი თქმით, შიდაგავრცელების ფაქტები არ დასტურდება, გამკაცრებული ღონისძიებები კი მხოლოდ პრევენციულ ხასიათს ატარებს.
17 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 34-ს აღწევს. საკარანტინო რეჟიმში იმყოფება 1008 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64. პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შეიქმნა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და ახალ შეზღუდვებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს.
სამინისტროები და უწყებები 24-საათიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ. რეკომენდაცია გაიცა დახურულ სივრცეში ყველა მასობრივი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ყველა სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო.